თემურ გვალია – ახლა მეცინება, თორემ მაშინ გული მომიკვდა

მსახიობი თემურ გვალია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ციხეში ყოფნის ერთ ეპიზოდს იხსენებს.

„2008 წელია..
რუსთავის მე-6-ში გადამიყვანეს… ორი კვირა გვამყოფეს კარანტინში. დაიწყო კარანტინის დაშლა. გავყავართ თითო-თითო ეგრედ წოდებულ, ციხის კარანტინის კორიდორში და ციხის უფროსი ეკითხება ერთ-ერთ პატიმარს, რომელიც როგორც მერე გაირკვა, პირველად იხდიდა სასჯელს და ისიც მოსაწევის გამო. იქნებოდა ასე 19-20 წლის ახალგაზრდა.
ციხის უფროსს ამ პატიმრის პირადი საქმე უჭირავს ხელში და რამდენიმე კითხვა დაუსვა. ბოლოს ეკითხება:
ბიჭო! პაგანიალა გააქვს რამეო?
ბიჭი დაბნეული უყურებდა, ვერ გაიგო..
ბიჭო, ზედმეტსახელს გეძახიან რამესო! – ისევ ეკითხება ციხის უფროსი.
დიახ… გაისმა ჩუმი, მორიდებული ხმა…
რას გეძახიან!? – მკაცრად ეკითხება ახლა დირექტორზე ტრაკის მიმცემი, მონდომებული ოფიცერი.
ლევანჩოს მეძახიან ოჯახის წევრებიო…. (ძლივს ამოღერღა)
სამი დღე ურტყავდნენ საწყალს… 


არადა ალალად, ბავშვურად უპასუხა შეშინებულმა…ახლა მეცინება, თორემ მაშინ გული მომიკვდა.“,-წერს გვალია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: