კორონავირუსზე საჭირო ინფორმაციას მოსახლეობა პირველი არხით ყოველდღე 20:00 სთ-ზე მიიღებს

კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, 11 მარტიდან საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ მაყურებელს საჭირო ინფორმაციას, კვალიფიციურ და გადამოწმებულ რჩევებს სპეციალური პროგრამით მიაწვდის.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გადაცემა ყოველდღე, შეცვლილ დროს, საღამოს რვა (20:00) საათზე გავა ეთერში.

გარდა ამისა, საქართველოს პირველი არხი დროებით ზღუდავს იმ გადაცემების ჩაწერას, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვები/მოზარდები, მოწვეული სტუმრები და დიდი აუდიტორია.



Facebook Comments
%d bloggers like this: