კორონავირუსის გამო, ირლანდიამ წმინდა პატრიკის ყველა დღესასწაული გააუქმა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ირლანდიაში გაუქმდა წმინდა პატრიკის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ყველა ღონისძიება. ამის შესახებ მოსახლეობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ორშაბათს განუცხადა.

წმინდა პატრიკის დღესასწაული მსოფლიოში 17 მარტს აღინიშნება. BBC News-ის ცნობით, გასულ წელს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის ცენტრში 500 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

წმინდა პატრიკი ირლანდიის მფარველად ითვლება და ყოველ წელს მისი დღე განსაკუთებულად აღინიშნება. 

გუშინ ირლანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში 24 ადამიანია დაინფიცირებული. 

Facebook Comments
%d bloggers like this: