კორონავირუსის გამო, ჩეხეთში სკოლები დახურეს

ჩეხეთში კორონავირუსის გავრცელების გამო სკოლები დახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიჩმა მიიღო.

პრემიერის განკარგულებით, ვირუსის გავრცელების გამო, ასევე აიკრძალება ღონისძიებების გამართვა, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი იკრიბება.

ჩეხეთში ამჟამად კორონავირუსის 40 შემთხვევაა აღრიცხული.

Facebook Comments
%d bloggers like this: