კორონავირუსმა შესაძლოა, საქართველოს მთავრობაშიც შეაღწია

საქართველოს მთავრობის ერთ წევრის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მთავარი არხი იუწყება. თავად მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაშია და ის ამ ფაქტს ადასტურებს.

ცნობილია, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი საჩხერის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.

მას შეხება ჰქონდა უკვე ყველასთვის კარგად ცნობილ მეოთხე პაციენტთან, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა და მასთან კონტაქტში მყოფი ათამდე ადამიანი დააინფიცირა.

თვითიზოლაციაში იმყოფება ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. ის აცხადებს, რომ კონტაქტი ჰქონდა მეგობართან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა და ამის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.

თვითიზოლაციაშია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიაც. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატტორიის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა იმის გამო, რომ სტამბულის რეისზე მასთან ერთად იმგზავრა პირმა, რომელსაც კორონავისუსი აღმოაჩნდა, ის გარკვეული პერიოდი თვითიზოლაციაში დარჩება.

რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ვაჟს, ნიკოლოზ გამყრელიძეს.

დღევანდელი მონაცემებით საქართველოში სულ ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა. აქედან მძიმე მხოლოდ ერთია.

Facebook Comments
%d bloggers like this: