მამუკა მდინარაძე: 30 ოლქის გამოყოფა და საზღვრების დადგენა რთულდება და თქვენ წამოიდგინეთ, 20 ოლქზე რომ დავთანხმებოდით ოპოზიციას

ჩვენ გამოვდივართ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან, რომლის მიხედვითაც ე.წ. გადახრა რაოდენობიდან არ უნდა იყოს 15 პროცენტზე მეტი. ჩვენ გვიწევს ამ ჩარჩოებში მოვაქციოთ ოცდაათივე ოლქი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გამონაკლისებზე საუბარია მხოლოდ იქ, სადაც არიან ეთნიკური უმცირესობები, ასევე მაღალმთიანი რეგიონები. აქ უფრო მეტ გადახრაზე იყო გარკვეული დაშვება და ჩვენ ალბათ ამას გამოვიყენებთ. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის შემთხვევაში, 5 რაიონი იყო გაერთიანებული აქამდეც და ეს ხუთი დარჩება ერთ სამაჟორიტარო ოლქში. კიდევ მასზე დამატება, უკვე იმხელა ტერიტორია გამოდის, რომ შეუძლებელია ამაზე საუბარი. რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ 20 ოლქი, რასაც ოპოზიცია ითხოვდა სრული სიმახინჯე იყო, უკვე აქაც ჩანს. 30 ოლქის გამოყოფა და საზღვრების დადგენა რთულდება და თქვენ წამოიდგინეთ, ჩვენ რომ 20 ოლქს დავთანხმებოდით ოპოზიციას“, – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: