სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მინისტრის მოადგილე თვითიზოლიაციაშია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. თვითმფრინავების გამზადების პროცესი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა.

თბილისიდან ორი საჰაერო ხომალდი დღეს გაფრინდება. ყველა ჩამოფრენილი მგზავრი სავალდებულო შემოწმებას, შემდეგ კი 14-დღიან კარანტინს გაივლის.

„მიღებული იყო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ იმ მოქალაქეების, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ ბილეთები ნაყიდი ან დაჯავშნილი საქართველოს მიმართულებაზე, ტრანსპორტირებას მოახდენს საქართველოს მთავრობა. დღეს სტანდარტული შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგებთან საავიაციო სამსახურებიდან. განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი უახლოესი გეგმები, მათ შორის დავათვალიერეთ თვითმფრინავების მზადების პროცესიც. უახლოეს პერიოდში მოხდება მათი ტრანსპორტირება. საქართველოს საელჩო არის მუდმივ კონტაქტზე ამ ადამიანებთან. ყველა მგზავრისთვის მიწოდებულია ინსტრუქცია, თუ სად უნდა გამოცხადდნენ და როგორ მოხდება მათი თვითმფრინავებში განთავსება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

იტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრებას, რომელეთაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უკან დასაბრუნებელი ბილეთები გაუუქმდათ, მთავრობა უზრუნველყოფს. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართველები რომში შეიკრიბებიან საიდანაც სამშობლოში, უახლოეს დღეებში გამოემგზავრებიან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: