შოთა გულბანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატია

2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა. პრინციპში ეს ზრდაც გასაკვირია მაშინ, როცა 2019 წელი პოლიტიკურად ძალიან არასატბილური იყო და პრაქტიკულად ნახევარი წელი აქციებში ვიცხოვრეთ,-ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი შოთა გულბანი აცხადებს.

მისი თქმით, შეუძლებელი იყო, რომ აქციები ინვესტიციების მაჩვენებელზე უარყოფითად არ ასახულიყო.

„ზოგადად, ნებისმიერი ინვესტორი, საინვესტიციო გარემოს უყურებს, როგორც მის ბუნებრივ ჰაბიტატს, სადაც მან უნდა იარსებოს და ფული სარფიანად დააბანდოს, მაგრამ როცა ხედავს არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს და გაურკვეველ პერსპექტივებს, ის თავის ფულს აღარ დახარჯავს, მინიმუმ დალოდება ვითარების დასტაბილურებას და შემდეგ იმოქმედებს. ნებისმიერი ინვესტორის ქცევა თითქმის 100%-ით დამოკიდებულია გარემოზე, იქნება ეს შიდა თუ გარე ინვესტორი. თუ კარგად გადავავლებთ თვალს 2019 წლის მოვლენებს, ყველაფერი ცხადია. შესაბამისად ის ვინც ხელოვნურად ქმნიდა დესტაბილიზაციას და დაძაბულ ფონს ქვეყანაში, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. მიუხედავად ამისა, არის პოზიტიური მაჩვენებლებიც. მაგალითად მე-4 კვარტლის ზრდა 102%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რეინვესტირების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 48,3% დაფიქსირდა, 2014 წელს 17,6% იყო. ის ფაქტი, რომ რეინვესტირების მაჩვენებელი ყველა წელს სტაბილურად იზრდება მეტყველებს იმაზე, რომ ბიზნესის მხრიდან გაფართოვების სტიმული მეტია, რაც განაპირობა ერთი მხრივ მოგების გადასახადის ესტონური მოდელის რეფორმამ, ხოლო მეორე მხრივ ბიზნესის მხრიდან გაზრდილმა ნდობამ“,-აცხადებს შოთა გულბანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: