ჩილეში, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ძარცვა მოხდა

ARTURO MERINO BENITEZ AIRPORT, SANTIAGO, CHILE - 2019/03/19: The domestic Terminal of the most important airport of Chile: Arturo Marino Benitez airport in Santiago. (Photo by Fabrizio Gandolfo/SOPA Images/LightRocket via Getty Images)

შეიარაღებული მძარცველების ჯგუფი თავს დაესხა ბრონირებულ ავტომობილს სანტიაგოს საერთაშორისო აეროპორტში და 14 მილიონო დოლარი და 1 მილიონი ევრო გაიტაცა. ამის შესახებ გაზეთი Guardian იუწყება.

ჩილეს პოლიციის ცნობით, თავდასხმაში სულ მცირე 7 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათ ტერმინალზე ორი მანქანით შეაღწიეს, რომელიც ადგილობრივ გადამზიდავ კომპანიას ეკუთვნის. თავდამსხმელებს ცეცხლსასროლი იარაღები ჰქონდათ. შედეგად, დაჭრილია დაცვის ორი თანამშრომელი.

ეს არის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ძარცვა. ფული, რომელიც თავდამსხმელებმა გაიტაცეს, ჩილეში სულ რამდენიმე საათის ჩატანილი იყო. პოლიცია ვარაუდობს, რომ ყაჩაღებს ეხმარებოდა ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს აეროპორტის შიდა ლოგისტიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არ ეცოდინებოდათ ფულის ჩატანის შესახებ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: