WHO კორონავირუსზე: პანდემიის საფრთხე რეალური ხდება

Nusagi

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის საფრთხე კიდევ უფრო რეალური ხდება.

გებრეიესუსი 100 ქვეყანაში 100 ათასი ადამიანის ვირუსით დაინფიცირებას შემაშფოთებელს უწოდებს.

“პანდემიის საფრთხე ძალიან რეალური გახდა, მაგრამ ეს იქნება პირველი პანდემია ისტორიაში, რომელიც შეიძლება გაკონტროლდეს. ყველას ვალია, ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას ხელი არ შეუწყონ. მთავარია ამ ბრძოლაში არ დავნებდეთ”, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, იტალიამ კორონავირუსის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი დააწესა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა კონტემ მიიღო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 463-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი მსოფლიო გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში ვირუსის პირველი შემთხვევები გასული წლის დეკემბერში დაფიქისირდა.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: