ოპეკ-თან შეთანხმების ჩაშლის გამო, დღეს რუსული რუბლი მკვეთრად გაუფასურდა

მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა რუსული ვალურტის მკვეთრი დაცემით დაიწყო, კორონავირუსით ისედაც დასუსტებული რუბლს ბოლო დარტყმა ოპეკი-ის ქვეყნების შეთანხმების ჩაშლამ მიაყენა, -ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დოლარი გახსნისთანავე 4,2 რუბლით 72,8 რუბლამდე გაიზარდა, ევრო- 5,1 რუბლით,  82,6 რუბლამდე.

 პარასკევს, ვაჭრობის დასრულებისას დოლარი 68,5 რუბლი ღირდა, ევრო კი- დაახლოებით 80/ რუბლი.

რუსული ვალუტის ვარდნა ვენიდან მიღებულმა ცნობებმა დააჩქარა, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა ოპეკ-ის ფორმატში ნავთობის მოპოვების შეჩერება ჩაშალა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ამ გადაწყვეტილებით საკუთარ ფეხში დაიხალა ტყვია. 

Facebook Comments
%d bloggers like this: