ამირან გამყრელიძე იტალიიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში დახვდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გუშინ, 10 მარტს იტალიიდან სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს. აეროპორტში მათ ამირან გამყრელიძე დახვდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა იტალიიდან ჩამოსულებს განუმარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი მათი კარანტინში მოთავსება გარკვეული ვადით.

როგორც მოგვიანებით გამყრელიძემ განაცხადა, ყველა მათგანს საზღვარზე ჩაუტარდა დადგენილი პროცედურა.

„კონფლიქტური სიტუაცია არ ყოფილა, ძალიან კარგია, რომ ამ ხალხს აქვს თვითშეგნება, იციან, რომ უნდა გაიარონ ორკვირიანი კარანტინი. სიცხე დაუფიქსირდა, თუ არ ვცდები, 7 ადამიანს, ისინი თბილისის ჰოსპიტლებში არიან გადაყვანილი. დანარჩენი კი- საკარანტინო ზონაში“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: