ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს, ნადინ დორისს კორონავირუსი დაუდგინდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს, ნადინ დორისს კორონავირუსი დაუდგინდა,-ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

როგორც თავად მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის ახლა უფრო მეტად თავის 84 წლის დედაზე ნერვიულობს, რომელმაც უკვე ხველა დაიწყო.

დოროსი ასევე არის პარლამენტის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან და ბოლო კვირის განმავლობაში შეხვედრები ჰქონდა მაღალი თანამდებობის ბევრ პირთან. მათ შორისაა თავად პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს დაუნსთრითზე ნადინთან ერთად ქალებს უმასპინძლა და მათთან ერთად სელფიც გადაიღო. 

Facebook Comments
%d bloggers like this: