გახარიას ოფიციალურ გვერდს ტროლებმა შეუტიეს

ბოლო რამდენიმე კვირაა სოციალურ ქსელში ფეისბუქ გვერდი ”გახარია” ფუნქციონირებს, სადაც პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობები აისახება.
რამდენიმე დღის წინ პრემიერის ადმინისტრაციამ გვერდის ოფიციალურობაც დაადასტურა.

გუშინ, დღის 13:51სთ-ზე პრემიერმა გვერდის პროფილის ფოტო შეცვალა, რამაც ”ქართული ოცნების” მხარდამჭერების აღფრთოვანება გამოიწვია, ამის საპირწონედ კი – 700-მდე ”ნაციონალური მოძრაობის” ტროლმა, რომელიც ინდოეთში, თურქეთში, პაკისტანში, ალჟირსა და სხვა ქვეყნებშია რეგისტრირებული, მათ უმეტესობას კი – ქართული სახელი საერთოდ არ აქვს, პრემიერის პროფილის ფოტო დაცრემლა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ საპროტესტო აქციაზე მიშა მშვილდაძემ ”ინტერნეტელფების” გააქტიურება დაანონსა.

mtavariambebi

Facebook Comments
%d bloggers like this: