იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 24 საათში 168-ით გაიზარდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 168-ს აჭარბებს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში საერთო ჯამში სულ გარდაცვლილია 631 ადამიანი.

კორონავირუსით დაავადებული 800 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ცნობისთვის, გუშინ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი დააწესა. პრემიერმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მანვე განაცხადა, რომ იტალიის ბედი მოსახლეობის ხელშია.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 23 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: