კახა კალაძე: აუცილებელი არ არის ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა

“უკვე რამდენიმე კვირაა მსოფლიო შიშის ქვეშ ცხოვრობს და ამ შიშს ჰქვია კორონავირუსი. რა თქმა უნდა არც საქართველოა გამონაკლისი”, -ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, ყველაფერს აკეთებს.

“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ჩვენს მესაზღვრეებს, საპატრულო პოლიციას, მედიას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, გაშუქებისთვის, რადგან მნიშვნელოვანია საზოგადოება ინფორმირებული იყოს როგორ მოიქცეს, როგორ დავიზღვიოთ თავი.

ბევრი დამოკიდებულია ჩვენზე, რიგით ადამიანებზე, გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე, არ არის აუცილებელი ადამიანებთან შეხვედრის დროს ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა. ასევე აუცილებელია, სპეციალური ხსნარები გამოვიყენოთ, დეზინფექციისთვის არის მნიშვნელოვანი. არ უნდა მოგვერიდოს ამ ყველაფრის გამოყენება, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენ დაგვაზღვევს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

“რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე ჩვენ არ დავამარცხებთ კორონავირუსს”, – აცხადებს თბილისის მერი. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: