მთავარი არხის ჟურნალისტი კარანტინში საჩხერეში გადაიყვანეს

მთავარი არხის ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებულს ინტერვიუ ჩამოართვა, კარანტინში გადაიყვანეს. ინფორმაციას მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ავრცელებს. 

ჟურნალისტმა ინტერვიუ საჩხერეში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, იური ნოზაძესთან ჩაწერა, რომლის შვილსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს, 11 მარტს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ კორონავირუსი დაუდგინდა ნოზაძესაც.

ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ჟურნალისტმა არ იცოდა, რომ პირი, რომლისგანაც ინტერვიუს იღებდა, თვითიზოლაციაში იყო. 

“ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში, ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა სახლში ინფიცირებულის ოჯახთან, სწორედ ამ დროს გავიგეთ რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში”, – წერს მელაძე.  

მელაძე განმარტავს, რომ გადაღება ღია სივრცეში, დაცული დისტანციიდან ხდებოდა, თუმცა “რეკომენდებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში.”

სიუჟეტის ავტორი 2 კვირით კარანტინში საჩხერეში დარჩება.

Facebook Comments
%d bloggers like this: