პუტინი შესაძლოა, 2036 წლამდე რუსეთის პრეზიდენტად დარჩეს

რუსეთის დუმამა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილება კონსტიტუციაში, რომელის თანახმადაც, ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობის წლები გაუნულდა და ყველაფრის თავიდან დაწყება შეუძლია. აღნიშნული ინიციატივა დეპუტატ ვალენტინა ტერეშკოვას ეკუთვნის. 

პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ახალ ინიციატივას იმ პირობით, რომ ბოლო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოსა და ხალხზე იქნება.

თუ ინიციატივა დამტკიცდება, პუტინს რუსეთის პრეზიდენტად დარჩენა 2036 წლამდე შეეძლება. 

საპრეზიდენტო ვადების განულების წინააღმდეგ მოსკოვში აქცია გაიმართა, რომელზეც რამდენიმე ათეული ადამიანი გამოვიდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: