რომან გოცირიძე: ღვინის ქურდები, ხმის ქურდები გაგვიგია, მაგრამ ოლქის ქურდები თუ გამოჩნდებოდნენ, არ მეგონა

შეთანხმება არის პაკეტში, ერთი მხრივ საარჩევნო ცვლილებები და მეორე მხრივ პოლიტპატიმრების გათავისუფლება. როდესაც ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდება, მაშინ დავუბრუნდებით საპარლამენტო მუშაობას და მხარს დავუჭერთ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

„ოლქებთან დაკავშირებით სამუშაოები გაგრძელდება. ოლქების საკუთარ თავზე მორგების მცდელობა უკვე არის. ღვინის ქურდები, ხმის ქურდები გაგვიგია, მაგრამ ოლქის ქურდები თუ გამოჩნდებოდნენ, არ მეგონა. უნდათ, რომ დიდი თბილისი გაყონ 7 ოლქად, ნაცვლად იმისა, რომ იქ იყოს 8 ოლქი. ეს არის მათი შიდა მოსაზრება. საბოლოო ჯამში, პარტიები შევთანხმდებით და ოლქებიც განაწილდება ისე, როგორიც ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნით და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით გათვალისწინებული“, – აღნიშნა გოცირიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: