ჰარვი ვაინშტეინს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

67 წლის ჰოლივუდელი მაგნატი, რომლის ხელიც ურევია ოსკაროსანი, კინემატოგრაფიის ისტორიაში შესული ჰიტების შექმნაში, 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თავად პროდიუსერი მოსამართლეს თხოვდა, მისთვის 5 წელი მიესაჯა.

ჰარვი ვაინშტეინი პირველად მსახიობმა ეშლი ჯადმა, ნიუ-იორკ თაიმსის საშუალებით ამხილა. მისი წერილის მიხედვით, ვაინშტაინმა, 90-იან წლებში, ის სასტუმროს ნომერში კონტრაქტის პირობებზე სასაუბროდ დაიბარა, შემდეგ კი დიალოგი სააბაზანოში შესთავაზა და მასთან ერთად შხაპის მიღება მოსთხოვა.

ეშლი ჯადის გარდა, ჰარვის სექსუალური შევიწროვების ბრალდებით უამრავი ქალი ადანაშაულებს, მათ შორის მისი ყოფილი ასისტენტები და ჰოლივუდის ისეთი გავლენიანი მსახიობები, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუ.

გუშინ სამმა ქალმა ჰარვი ვაინშტაინი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მათგან ერთ-ერთი იტალიელი მსახიობია, რომლის თქმითაც, ვაინშტაინს მასთან ძალადობით ჰქონდა ორალური და ვაგინალური სექსი. ოთხი ქალი ამბობს, რომ ვაინშტაინი მათ მათი ნების საწინააღმდეგოდ შეეხო. ქალების ნაწილის თქმით, ვაინშტაინი მათ წინაშე მასტურბირებდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: