ანადგურებს თუ არა ულტრაიისფერი სხივები კორონავირუსს

​ახალი ვირუსი მგრძნობიარეა სითბოსა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ,-ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ გამოცემულ გაიდლაინში, რომელიც კორონავირუსის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ეხება.

პროტოკოლის მიხედვით, ულტრაიისფერი სხივები ეფექტურად ებრძვის ვირუსს. ამიტომ, საჭიროა შენობის შიდა პერიმეტრის დეზინფექცია კვადრატულ მეტრზე 1,5 ვტ.

ულტრაიისფერი სანათი შეძლებს, დეზინფექცია მოახდინოს ერთი მეტრის რადიუსში მყოფი საგნებისა არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში.

რადიაციის მოქმედების ხანგრძლივობა აუცილებელია, როდესაც ტემპერატურა შენობაში არის 20 გრადუსზე ნაკლები, ან 40-ზე მეტი. ჰაერის ტენიანობა კი, 60 %-ს აჭარბებს. 

შენობა ულტრაიისფერი სხივებით დეზინფექციის შემდეგ უნდა განიავდეს და ადამიანები მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ადგილზე.

ულტრაიისფერი ნათურა არ უნდა იქნას გამოყენებული ხელების და კანის სხვა ადგილების დეზინფექციისთვის, რადგან რადიაციამ შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: