იტალიელმა ბიზნესმენმა თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში პიცები მიიტანა

 ინფექციური საავადმყოფოს დასახმარებლად სოლიდარობის აქცია მოაწყო იტალიურმა კომპანიამ „პიცალანდიამ“, რომელმაც საკუთარი ინიციატივით, ქართველი ექიმებისთვის მადლობის ნიშნად, ინფექციურ საავადმყოფოში პიცები მიიტანა. 

პიცერიის მფლობელის, არმადო ვოლის თქმით, დღეს მძიმე დროა არა მხოლოდ იტალიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ყველა უნდა დაეხმაროს სამედიცინო პერსონალს ისე, როგორც შეუძლია.

„ჩემს ქვეყანაში ახლა ძალიან რთული ვითარებაა, ჩემი ოჯახი ახლა იტალიაშია და ძალიან ვნერვიულობ მათზე“,-აცხადებს იტალიელი მეწარმე.  

Facebook Comments
%d bloggers like this: