კორონავირუსის გავრცელების გამო, ტრამპი ევროპიდან მგზავრობას კრძალავს

President Donald Trump waves as he walks to Marine One as he departs the White House, Wednesday, July 12, 2017, in Washington. Trump is headed to Paris for Bastille Day. (AP Photo/Alex Brandon)

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიზღუდება ევროპიდან აშშ-ში ყველა სახის მგზავრობა. აღნიშნული ზომები პრეზიდენტმა კორონავირუსის გავრცელების საშიშროებას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ აკრძალვა პარასკევს, საღამოს შევა ძალაში და სავარაუდოდ, 30 დღე გაგრძელდება.

განცხადება ტრამპმა ოთხშაბათს, საღამოს გააკეთა ოვალური კაბინეტიდან და განაცხადა, რომ შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ დიდ ბრიტანეთს.

ტრამპმა ევროკავშირი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ დროზე არ ჩაკეტეს ჩინეთთან მიმოსვლა და ხელი შეუწყეს კორონავირუსის ევროპაში გავრცელებას. 

„ევროკავშირმა ვერ შეძლო მიეღო იგივე სიფრთხილის ზომები და ჩინეთიდან მგზავრობა შეეზღუდა, შედეგად, აშშ-ში კორონავირუსი ევროპელი მოგზაურების მეშვეობით გავრცელდა“,-განაცხადა ტრამპმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: