მე გადამდები დაავადების პრევენციაზე ვმუშაობ, მაგრამ სიკეთე თუ გადამდები იქნება, არაჩვეულებრივია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია მადლობას უხდის იმ ბიზნესმენებს, ვინც სოლიდარობის ნიშნად, დღეს ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტებისთვის და ექიმებისთვის საჭირო ნივთები მიიტანა.

„მე, როგორც ინფექციონისტი, გელაპარაკებით, რომ ვმუშაობ ყოველთვის გადამდები დაავადების პრევენციაზე, მაგრამ სიკეთე თუ გადამდები იქნება, ეს ყველასთვის არაჩვეულებრივი იქნება“,-განაცხადა მან.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ შეიძინა და ინფექციურ საავადმყოფოს გადასცა ჰიგიენის სხვადასხვა ნივთები, იტალიელმა ბიზნესმენმა კი, მორიგე ექიმებისთვის პიცები მიიტანა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: