პარლამენტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს

პარლამენტი, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციულ ღონისძიებებს მიამრთავს. შესაბამის დადგენილებას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეომ არჩილ თალაკვაძემ მოაწერა ხელი.

დაგგენილების თანახმად, პარლამენტში სამუშაოზე გამოცხადება ეკრძალებათ მას, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ან შემხებლობა ჰქონდა უცხოეთში მყოფ პირთან. აღნიშნული დადგენილება ორსულ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლებას აძლევს.

არჩილ თალაკვაძის ბრძანების მიხედვით, ასევე შეიზღუდება პარლამენტის შენობაში საჯარო ღონისძიებები გარეშე პირთა მონაწილეობით და სამსახურეობრივი მივლინებები. ამავე ღონისძიების ფარგლებში პარლამენტარები მედიასთან კომენტარებს მხოლოდ სპეციალურ ტრიბუნასთან გააკეთებენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ჟურნალისტებთან უშუალო კონტაქტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: