პრობაციონერები 14 აპრილამდე რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლდნენ

პრობაციონერებს 14 აპრილამდე რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან ვათავისუფლებთ , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მივმართავ საქართველოში ყველა პრობაციონერს, დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით ყველანი პრობაციის ბიუროში გამოცხადებისაგან გათავისუფლებული ხართ. ეს ნიშნავს, რომ პრობაციის ოფიცერთან, სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები გაუქმებულია. თქვენი მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით ჩაითვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამ არგამოცხადებას არ მოჰყვება“, – განმარტა წულუკიანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: