საქართველოს მოქალაქე, რომელსაც იტალიაში კორონავირუსი დაუდგინდა კლინიკიდან გაწერეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც იტალიაში კორონავირუსი დაუდგინდა კლინიკიდან გაწერეს და ის თავს კარგად გრძნობს.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა, პაციენტი კარანტინის პერიოდს კვლავ გაივლის და ოჯახს სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდება.

“იტალიაში გვყავდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც იყო დაინფიცირებული. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს კლინიკიდან. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, რომ ის ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს”,- აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იტალიაში სწავლობდა კორონავირუსი 4 მარტს დაუდგინა. ის რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.

Facebook Comments
%d bloggers like this: