ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი კორონავირუსით დაავადდნენ

Mandatory Credit: Photo by Jordan Strauss/Invision/AP/Shutterstock (10552544kr) Tom Hanks, Rita Wilson. Tom Hanks, left, and Rita Wilson arrive at the Oscars, at the Dolby Theatre in Los Angeles 92nd Academy Awards - Arrivals, Los Angeles, USA - 09 Feb 2020

ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი ახალი კორონავირუსით დაავადდნენ,-ამის შესახებ მსახიობმა „ინსტაგრამზე“ თავად დაწერა.

ჰენკსი მეუღლესთან ერთად ავსტრალიაში იმყოფება, სადაც ის ელვის პრესლიზე გადაღებულ ფილმში, მომღერლის მენეჯერის როლი უნდა შეასრულოს. 

მსახიობის თქმით, მან და მისმა მეუღლემ თავი ცუდად იგრძნეს და კორონავირუსზე ტესტირება გაიარეს. ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

„მე და რიტა ავსტრალიაში ვართ, თავი სუსტად ვიგრძენით, თითქოს გაციებულები ვიყავით და სხეულში ტკივილს ვგრძნობდით. ცოტა სიცხეც გვქონდა. გავიარეთ ტესტირება, ჩვენ კორონავირუსი გვაქვს. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ექიმებს აქვთ პროტოკოლი, დაგვაკვირდებიან და იზოლაციაში ვიქნებით, რამდენადაც შესაძლებელი იქნება. საქმის კურსში ჩაგაყენებთ, თავს გაუფრთხილდით“,-წერს ტომ ჰენკსი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: