ქუთაისის აეროპორტის განცხადება: ქვეყნები, საიდან ჩამოსული მოქალაქეები კარანტინში მოხვდებიან

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს.

„კორონავირუსის COVID-19 საქართველოში გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შეზღუდული რეჟიმი ამ დროისთვის ვრცელდება შემდეგ ქვეყნებზე: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ირანი.

საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან დაბრუნდება, გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს. ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საზღვარზე კორონავირუსის კვლევის ცნობა უნდა წარადგინონ ან გაიარონ საკარანტინო რეჟიმი.

დამატებითი კონსულტაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს,“-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: