იტალიიდან ჩამოსული ექიმი კარანტინს აპროტესტებს-“ოკუპანტის ტანკს ვერ ხედავთ, კორონას დაინახავთ?”

ნევ­რო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ჯამ­ბულ მა­კა­რა­ძე, რო­მე­ლიც სა­ჩხე­რის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ვრცელ მო­ნო­ლოგს აქ­ვეყ­ნებს ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე, სა­ხელ­წო­დე­ბით – “სა­მო­თხი­დან ჯო­ჯო­ხეთ­ში”.

მა­კა­რა­ძე წერს, რომ 8 მარტს დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ და რად­გან ქვე­ყა­ნა­ში რო­მის აე­რო­პორ­ტის გავ­ლით ჩა­მო­ვი­და, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მა­შინ­ვე კა­რან­ტინ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა თვი­თონ ითხოვ­და, რომ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­ეშ­ვათ.

მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი წუხს, რომ აე­რო­პორ­ტში არა­სა­თა­ნა­დოდ მო­ექ­ცნენ და იქ მყოფ მის კო­ლე­გებს, რომ­ლებ­მაც ჩა­მოფ­რე­ნი­ლი მგზავ­რე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­ზე გა­სინ­ჯეს “ჩლუნ­გებს და მო­ნებს” უწო­დებს. აი, რას წერს მა­კა­რა­ძე ვრცელ პოს­ტში:

“ამ­ჟა­მად ვიმ­ყო­ფე­ბი სა­ჩხე­რის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი, მაგ­რამ უკი­დუ­რე­სად გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იმ ტრა­გი-კო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, რა­შიც აღ­მოვ­ჩნდი.

მოკ­ლედ, 1 მარტს გა­ვემ­გზავ­რე კო­ლე­გებ­თან ერ­თად ხმელ­თა­შუა ზღვის კრუ­იზ­ზე. 1-წლი­ა­ნი უშ­ვე­ბუ­ლე­ბო შრო­მის შემ­დეგ ჩემ­თვის ეს იყო სა­უ­კე­თე­სო შან­სი დას­ვე­ნე­ბის­თვის. თბი­ლი­სი-კი­ე­ვი-რო­მის რე­ი­სით ჩავფრინ­დით რო­მის აე­რო­პორ­ტში, სა­დაც მხო­ლოდ ჩვენ­თვის შეკ­ვე­თი­ლი ავ­ტო­ბუ­სით პირ­და­პირ მი­ვა­დე­ქით საკ­რუ­ი­ზო სუ­პერ­თა­ნა­მედ­რო­ვე გემს “გრან­დი­ო­ზა”, რი­თაც 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვე­დით ეს­პა­ნე­თის და საფ­რან­გე­თის რამ­დე­ნი­მე პორ­ტში. კო­რო­ნას გამო გემ­ზე იყო ყვე­ლა­ფე­რი ისე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რომ ეპიდ­სა­შიშ­რო­ე­ბის რის­კი თით­ქმის არ არ­სე­ბობ­და.

8 მარტს დი­ლით დას­რულ­და და­უ­ვი­წყა­რი კრუ­ი­ზი და ჩვენ იგი­ვე ავ­ტო­ბუ­სით გა­ვემ­გზავ­რეთ რო­მის აე­რო­პორ­ტში, სა­ი­და­ნაც 2 სა­ათ­ში გავფრინ­დით კი­ევ­ში. რო­მის და კი­ე­ვის აე­რო­პორ­ტებ­ში იშ­ვი­ა­თად ნა­ხავ­დით ნიღ­ბი­ანს, თუმ­ცა მრავ­ლად იყო სა­დე­ზინ­ფექ­ციო ყუ­თე­ბი და ჩვენც ხში­რად ვი­მუ­შა­ვებ­დით ხე­ლებს. 9-ში ღა­მის 2 სთ-ზე და­ვეშ­ვით მშობ­ლი­ურ თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში და…ახლა იწყე­ბა არ­და­ვი­წყე­ბა…

სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლის ქალ­ბა­ტონ­მა მარ­ჯვე­ნა საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თითი 90°-ით მი­ატ­რი­ა­ლა მარ­ჯვნივ და მი­თხრა იქეთ წა­დიო. მივ­ხვდი, რა­ტო­მაც, მაგ­რამ მე, რო­გორც კა­ნონ­მორ­ჩილ მო­ქა­ლა­ქეს ზედ­მე­ტი კი­თხვა არ და­მის­ვამს და გა­ვე­შუ­რე იქ, სა­დაც უკვე დამ­ხვდნენ ასე­ვე კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ჩემი კო­ლე­გა-მე­გობ­რე­ბი, უკვე შე­წუ­ხე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით.

თერ­მო­კონ­ტრო­ლის შემ­დეგ იქ მყოფ­მა ე.წ. ეპიდ­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გვი­თხრა, რომ ჩვენ კა­რან­ტინ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით, ვი­ნა­ი­დან რო­მის აე­რო­პორ­ტის ჰა­ე­რი ჩა­ვი­სუნ­თქეთ

არა­ნა­ი­რი ეპი­და­ნამ­ნე­ზი მათ არ შე­უკ­რე­ბი­ათ, ჩვე­ნი არ­გუ­მენ­ტა­ცია არც კი გა­უ­აზ­რე­ბი­ათ. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით გაგ­ვე­მარ­თა კა­მა­თი და მო­ვი­თხო­ვეთ პა­სუ­ხის­მგე­ბელ პირ­თან (ეპი­დე­მი­ო­ლოგ­თან) შეხ­ვედ­რა, რა­ზე­დაც გვი­თხრეს, რომ ძი­ნავ­სო! ჩვენს ნათ­ქვამ­ზე, რომ არ­სად ევ­რო­პა­ში და არც რომ­ში ასე­თი პა­ნი­კა და შე­ფერ­ხე­ბა არ არი­სო, გვი­პა­სუ­ხეს, რომ მა­გათ რომ არ იცი­ან ეს რა ვირუ­სია, იმი­ტომ ჭირ­თო. იქვე იყო სა­დე­ზინ­ფექ­ციო ბოთ­ლი, ხე­ლის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად რომ მი­ვე­დი ცა­რი­ე­ლი აღ­მოჩ­ნდა! საქ­მე­ში ჩა­ერ­თო 1-2 თო­ფი­ან-ფორ­მი­ა­ნი დოქ­სო­პუ­ლო, თუმ­ცა ჩვე­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მერე გვთხო­ვეს აე­რო­პორ­ტის ეზო­ში არ­სე­ბულ კა­რავ­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით და დავ­ლო­დე­ბო­დით დი­ლას, როცა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი გა­იღ­ვი­ძებ­და და შე­საძ­ლო იქ­ნე­ბო­და სახ­ლებ­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის შე­თან­ხმე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი.

გა­და­ვე­დით კარ­ვებ­ში. ჩვენ ვი­ყა­ვით 13, მათ­გან 12 – ექი­მი. კი­დევ დაგ­ვე­მა­ტა 3 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე იტა­ლი­ი­დან მო­დი­ოდ­ნენ. ერ­თმა მათ­გან­მა უთხრა, რომ ყელი მტკი­ვაო და გა­მო­საკ­ვლე­ვად წა­მიყ­ვა­ნე­თო, მაგ­რამ ნუ­რას უკაც­რა­ვად, ზე­მო­დან სხვა და­ვა­ლე­ბა გვაქ­ვსო, თან და­ა­ყო­ლეს, რას მი­დი­ო­დი იტა­ლი­ა­შიო!

ჩვენს მო­თხოვ­ნა­ზე, რომ ჩვე­ნი თან­ხით ჩა­ვი­ტა­რებ­დით ანა­ლიზს და მერე მა­ინც გა­და­ვი­დო­დით სახ­ლის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ზე, ასე­ვე უარი მი­ვი­ღეთ! ჩემ­თვის უკვე ცხა­დი იყო, რომ “ზე­მოთ” იმ­პე­რა­ტი­უ­ლად გა­და­წყვი­ტეს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნის იზო­ლი­რე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ან სას­ტუმ­რო­ებ­ში

12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბო­დით კა­რავ­ში და მიმ­დე­ბა­რედ, არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ე.წ. ეპიდ­სამ­სა­ხურს ჩვენ­თან არ ჰქო­ნია, მხო­ლოდ პატ­რუ­ლი და დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი იდგა შო­რი­ახ­ლოს. ჩვენ მათ ვთხო­ვეთ, რომ ჩვე­ნი ფუ­ლით საკ­ვე­ბი მო­ე­ტა­ნათ, ვი­ნა­ი­დან 1 ადა­მი­ა­ნი იყო დი­ა­ბე­ტი­ა­ნი, რა­ზეც 12 ექიმს გვი­პა­სუ­ხეს, ექიმს მო­გიყ­ვან­თო. ბო­ლოს მო­ვი­და ერთ-ერთი თეთრხა­ლა­თი­ა­ნი და მო­ი­ტა­ნა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც ჩვე­ნი­ვე ხე­ლით ჩავ­წე­რეთ, რომ თა­ნახ­მა ვი­ყა­ვით 2-კვი­რი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ზე სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში. მეც გა­ვიმ­ზა­დე ბინა, სა­დაც ამ­ჟა­მად უმ­ცრო­სი ვაჟი ცხოვ­რობს (შე­ში­ნე­ბულ­მა სას­წრა­ფოდ და­ტო­ვა იქა­უ­რო­ბა).

მო­ვი­და 2 მან­ქა­ნა და გვი­თხრეს, 1-2 სა­ა­თით და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში გაგ­სინ­ჯა­ვენ და მერე გა­დახ­ვალ­თო სახ­ლში. უკვე სა­ეჭ­ვო იყო, მაგ­რამ კა­მა­თი აღარ გვინ­დო­და. ბარ­გი-ბარ­ხა­ნით 2 მი­ნი­ვე­ნი გა­ე­შუ­რა ასა­თი­ან­ზე, წინ მი­დის პო­ლი­ცია, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სიჩ­ქა­რით და სი­რე­ნე­ბით, თით­ქოს ატო­მუ­რი მუხ­ტი გა­და­ად­გილ­დე­ბა, რამ­დე­ნი­მე სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცი­აც შე­იქ­მნა, მაგ­რამ გა­დავ­რჩით. ასე ამოვ­ყა­ვით თავი იმ შე­ნო­ბა­ში. პი­რო­ბე­ბი 0, მაგ­რამ კა­რავს ჯობ­და. 2 სა­ა­თის შემ­დეგ, ჩემ­თან შე­მო­ვარ­და ეკი­პი­რე­ბუ­ლი დოქ­სო­პუ­ლო და მე­უბ­ნე­ბა, სას­წრა­ფოდ სა­ჩხე­რე­ში მივ­დი­ვარ­თო… ჩემს ყვი­რილ­ზე, რომ გი­ჟე­ბი ხართ-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა: პრე­მი­ე­რის ბრძა­ნე­ბა­აო. ანუ და­ა­დას­ტუ­რა მათი შე­უ­რა­ცხა­დო­ბა და მთხო­ვა გავ­ყო­ლო­დი.

ქვე­მოთ რომ ჩა­ვე­დი, კა­მონ­მორ­ჩი­ლი ჩე­მი­ა­ნე­ბი უკვე ის­ხდნენ ფორ­დის ტი­პის “რაფ­ში”. ყვე­ლას სა­ხე­ზე ეწე­რა დაბ­ნე­უ­ლო­ბა და სა­სო­წარ­კვე­თა, გა­მოწ­ვე­უ­ლი ასე­თი მან­ქურ­თუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფით!

მიქ­რის “კა­ნა­რე­ი­კა” შუა თბი­ლის­ში, უწყვე­ტი სი­რე­ნით, და­უშ­ვე­ბე­ლი სიჩ­ქა­რით და დარ­ღვე­ვე­ბით, კუდ­ზე აზის “ატო­მით” დამ­ძი­მე­ბუ­ლი ფორ­დის რაფი. მძღო­ლი ეკი­პი­რე­ბუ­ლია, უს­წო­რო გზა­ზე ისე გვან­ჯღ­რევს, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ შე­ნიშ­ვნა მივ­ცე. მან­ქა­ნის ფან­ჯრებს იზო­ლა­ცია არა აქვს, მა­ღალ სიჩ­ქა­რე­ზე ცივი ქარი ქრის…

ჩა­ვე­დით სა­ჩხე­რე­ში, სას­ტუმ­როს ეზო­ში შემ­ხვედ­რი ეკი­პი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბია: არ ჩა­მოხ­ვი­დეთ!!! ჯერ წყვი­ლე­ბი (ცოლ-ქმა­რი, დედა-შვი­ლი) ჩა­ვიდ­ნენ, მერე კენ­ტე­ბი…. აქ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­ნან, მაგ­რამ ეტყო­ბათ, რომ ისი­ნიც პა­ნი­კა­ში და გა­უ­გებ­რო­ბა­ში არი­ან. ამ­რი­გად, “ჯან­მრთე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი” ვიმ­ყო­ფე­ბით სა­ჩხე­რე­ში. მთა­ვა­რი კი­თხვა:

1) რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით სა­ეჭ­ვო და­ა­ვა­დე­ბის კვლე­ვა?

2) რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და ჩვე­ნი გა­დაყ­ვა­ნა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში?

3) ტყუ­ი­ლე­ბი გე­ნე­ტი­კა­ში გაქვთ თუ მარ­თლა პრე­მი­ერ­მა და­გა­ვა­ლათ?!

4) რა დო­ნის ეპიდ­სამ­სა­ხუ­რი გყავთ აე­რო­პორ­ტში? ჩლუნ­გე­ბი და მო­ნე­ბი, ეპი­და­ნამ­ნე­ზის ნორ­მა­ლუ­რად შეკ­რე­ბა არ იცი­ან

5) თუკი მარ­თლა ზრუ­ნავთ კო­რო­ნას პრე­ვენ­ცი­ა­ზე, რა­ტომ არ გა­ე­სა­უბ­რეთ კი­ე­ვი-თბი­ლი­სის და­ნარ­ჩენ მგზავ­რებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს ირ­გვლივ იყ­ვნენ? იქ­ნებ გა­დავ­დეთ ინ­ფექ­ცია?!

6) რა­ტომ ატა­რებთ იმ 3 ადა­მი­ანს ჩვენ­თან ერ­თად, მათ ხომ სხვა ეპი­და­ნამ­ნე­ზი აქვთ? პი­რი­ქით, იქ­ნებ ჩვენ (13 ადა­მი­ა­ნი) ვართ მათ­თვის საფრ­თხე?

7) ჩვენ რა გა­რან­ტია გვაქვს, რომ ამ­გვარ ტრან­სპორ­ტში ან სას­ტუმ­რო­ში არ და­ვა­ვად­დე­ბით?

8) რა­ტომ ავა­ლებთ პატ­რულს ასე­თი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი “ჯი­რი­თით” ატა­რონ ადა­მი­ა­ნე­ბი?! ამით უკვე წამ­ხდარ ავ­ტო­რი­ტეტს აღუდ­გენთ?!

9) ვინ აგ­ვი­ნა­ზღა­უ­რებს 2-კვი­რი­ა­ნი იძუ­ლე­ბი­თი უმუ­შევ­რო­ბით მო­ყე­ნე­ბულ ფი­ნან­სურ ზა­რალს?

10) რა­ტომ უნდა წყვეტ­დეთ თქვენ (“ზე­მოთ”) იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედს და ცხოვ­რე­ბის წესს, რომ­ლე­ბიც კა­რავ­ში ყოფ­ნი­სა­საც ტე­ლე­ფო­ნით უამ­რავ პა­ცი­ენტს უწევ­დნენ კონ­სულ­ტა­ცი­ას?

11) თქვენ ოკუ­პან­ტის ტანკს ვერ ხე­დავთ და კო­რო­ნას და­ი­ნა­ხავთ?! თქვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ზე აქ აღარ შევ­ჩერ­დე­ბი, მკი­თხვე­ლი მე­ცო­დე­ბა, ბევ­რია სათ­ქმე­ლი!.. გა­მიგ­რძელ­და მო­ნო­ლო­გი..

და ბო­ლოს, ყო­ველ­გვა­რი სენ­ტი­მენ­ტის გა­რე­შე: 10 მარ­ტია, ჩემი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 16 წლის­თა­ვი. პირ­ვე­ლად ვერ შევ­ძე­ლი საფ­ლავ­ზე მის­ვლა..ამის გამო მე თქვე­ნი დე­დე­ბი მო­მი­კი­თხია ახ­ლო­დან! (მა­პა­ტი­ოს წე­სი­ერ­მა მკი­თხველ­მა)” – წერს ჯამ­ბულ მა­კა­რა­ძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: