ავსტრალიის შს მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს პიტერ დატონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

“დილით მე გამეღვიძა სიცხით და ყელის ტკივილით. მე მაშინვე დავუკავშირდი ქუინზლენდის ჯანდაცვის დეპარტამენტს და გავიკეთე ტესტი COVID-19- ზე. დღის მეორე ნახევარში მითხრეს, რომ ტესტმა დადებითი შედეგი აჩევნა”, – წერს დატონი Twitter-ზე.

მისი განცხადებით, იგი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და ასრულებს ექიმების ყველა მითითებას.

ცნობისთვის, ავსტრალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 128, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: