ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში ახალი კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 დაინფიცირდა.

ჩინეთში ვირუსით განკურნებულთა რიცხვი 62 ათასს აღწევს.

ცნობისთვის, Covid 19 ჩინეთში, პირველად, 2019 წლის დეკემბერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ინფექციასთან დაკავშირებით ჩინეთში სიტუაცია გაუმჯობესდა. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით არსებულ ვითარებას, ამ დროისთვის, კორონავირუსი 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, შესაბამისად, ინფექცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში 12 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით 25 პირია ინფიცირებული, მათ შორის არის არასრულწლოვანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: