გამყრელიძის, ცერცვაძის და იმნაძის მსგავსი პროფესიონალები ყველა სფეროში არიან

როდესაც გვიკვირს, ადამიანები თავის საქმეს კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად რომ აკეთებენ, თუ დაფიქრებულხართ, პროფესიონალი კადრების რამხელა დეფიციტია,- ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ყველა სფეროში არიან გამყრელიძის, ცერცვაძის და იმნაძის მსგავსი პროფესიონალები, თუმცა ისინი არ არიან გადაწყვეტილების მიმღებნი.

„როდესაც გვიკვირს, ადამიანები თავის საქმეს (რაც ევალებათ) კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად რომ აკეთებენ, თუ დაფიქრებულხართ ხელისუფლებაში, გამოცდილი, პროფესიონალი, საქმის მცოდნე კადრების როგორი დეფიციტია…

გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე აკეთებენ თავიან საქმეს, რაც ზედმიწევნით იციან, რისი პროფესიონალებიც არიან. (რისთვისაც ობიექტურად იმსახურებენ დაფასებას)

წარმოიდგინეთ, ყველა სფეროში გადაწყვეტილების მიმღებები რომ იყვნენ თავისი დარგის ასეთი მცოდნეები!

დარწმუნებული ვარ, არიან პროფესიონალები სხვა სფეროებშიც…“,-აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: