ვაღიაროთ, რომ ეს მართლაც ამ ხელისუფლების დამსახურება და მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა. მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 128 ქვეყანას შორის 0.60 ქულით 42-ე ადგილს იკავებს და 2014 წლიდან, რეგიონში ლიდერი ქვეყანაა. მოდით ვაღიაროთ, ეს მართლაც ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რაც შეეხება გამარჯვებას მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა“,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„კიდევ ერთი წარმატება, რომელიც დღეს გახდა ცნობილი: „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის ინდექსი ასახავს კანონის უზენაესობის მდგომარეობას მსოფლიოს 128 ქვეყანაში, რომელის შესაფასებლად იყენებს 44 ინდიკატორს, რომლებიც 8 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება, აქედან 6 ფაქტორში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიაში I ადგილზეა

• კორუფციის არარსებობა, • ღია მმართველობა, • მთავრობის უფლებამოსილება, • ფუნდამენტური უფლებები, • წესრიგი და უსაფრთხოება, • აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების), • სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო მართლმსაჯულება.

ამ 44 ინდიკატორიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია კრიმინალისგან თავისუფლების/დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველია; ევროპის საუკეთესო ათეულში 7-ე ადგილზეა, მსოფლიოში კი – 11-ე პოზიციაზე.

აღსანიშნავია კორუფციისაგან თავისუფლების მაჩვენებელი, სადაც საქართველო გარდა იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე მოხვდა. ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. ინდექსის კვლევისთვის მსოფლიოში ასეულობით ათასი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა. კვლევის მონაცემები სტანდარტიზდება 0-1 ქულათა გრადაციაზე: რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია კანონის უზენაესობა ქვეყანაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: