ვახტანგ ბუცხრიკიძე ლარის კურსზე: პრობლემა იმდენად გლობალურია, რომ მოითხოვს გლობალურ გადაწყვეტილებებს

ლარის კურსი რეაგირებს როგორც გარე ისე შიდა ფაქტორებზე – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ვახტანგ ბუცხრიკიძის განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც დღეს ქვეყანაშია და ალბათ, შესაბამისი გადაწყვეტის გზები უნდა მოიძებნოს.

„მგონია, რომ ერთობლივად უნდა მოიძებნოს გამოსავალი. არ შეიძლება, ერთ კონკერტულ უწყებაზე ვისაუბროთ, პრობლემა იმდენად გლობალურია, რომ მოითხოვს გლობალურ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: