კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო 14 დღეს იზოლაციაში გაატარებს მას შემდეგ, რაც მის მეუღლეს, სოფი გრეგუარ ტრუდოს კორონავირუსი დაუდგინდა. 

პრემიერის ცოლს მსუბუქი სიმპტომები აქვს და თავს კარგად გრძნობს. ის 14 დღე იზოლირებული იქნება,-განაცხადა კანადის პრემიერმა ხუთშაბათს საღამოს. 

მისი თქმით, ოთხშაბათს სოფი გრეგუარს ბრიტანეთში სიტყვით გამოსვლის შემდეგ გრიპის მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა. ჯანდაცვის წარმომადგენლები უკავშირდებიან ყველას, ვისაც მასთან ჰქონდა კავშირი.

პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ თავად ჯასტინ ტრუდო თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა სიფრთხილის გამო, იცავს ექიმების რჩევას და 14 დღეს კარანტინში გაატარებს. იგივე მიზეზით, ექიმები აცხადებენ, რომ ადამიანები, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა, რისკის ქვეშ არ იმყოფებიან. 

„მართალია უსიამოვნო სიმპტომები მაქვს, მაგრამ მალე ფეხზე დავდგები, ეს არაფერია სხვა ოჯახების მდგომარეობასთან შედარებით, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს“,-განაცხადა პრემიერის მეუღლემ.

კანადაში კორონავირუსის 147 დადასტურებული შემთხვევაა, ერთი – გარდაცვალების. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: