კორონავირუსით ინფიცირებული 25-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული 25-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ენდელაძის თქმით, პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობს.

“25-ე პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია. გრძელდება დაკვირვება, შეიძლება მოხდეს სიმპტომების უფრო მეტად გამოჩენა და პროცესის გაღრმავება”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, Covid 19 ჩინეთში, პირველად, 2019 წლის დეკემბერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ინფექციასთან დაკავშირებით ჩინეთში სიტუაცია გაუმჯობესდა. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით არსებულ ვითარებას, ამ დროისთვის, კორონავირუსი 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, შესაბამისად, ინფექცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით 25 პირია ინფიცირებული, მათ შორის არის არასრულწლოვანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: