მოუწევთ თუ არა მოსწავლეებს ზაფხულში სწავლა – მინისტრის მოადგილის განმარტება

“არ დავუშვებთ, რომ ცხელ ზაფხულში მოსწავლეებს სწავლა ვაიძულოთ”, –  ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ “იმედის დილაში” განაცხადა, სადაც მან კორონავირუსის გამო, სკოლებში გახანგრძლივებულ არდადეგებზე ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ალტერნატიულ გზებზე ვმუშაობთ, მაგრამ არ შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რა იქნება იმ შემთხვევაში თუ სწავლა აპრილის ბოლომდე გადაიდება. თუ ეს მოხდა, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა დგებუაძემ.

11 მარტს საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

Covid 19 ჩინეთში, პირველად, 2019 წლის დეკემბერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ინფექციასთან დაკავშირებით ჩინეთში სიტუაცია გაუმჯობესდა. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით არსებულ ვითარებას, ამ დროისთვის, კორონავირუსი 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, შესაბამისად, ინფექცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით 25 პირია ინფიცირებული, მათ შორის არის არასრულწლოვანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: