ჩინეთში არ გამორიცხავენ, რომ უხანში ეპიდემია აშშ-ის არმიამ გაავრცელა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ჩჟაო ლიცზიანი არ გამორიცხავს, რომ უხანში ეპიდემია აშშ-ის არმიამ გაავრცელა. ამ შინაარსის პოსტი მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.

საუბარია აშშ-ის 300 წარმომადგენელზე, რომელიც უხანში, რიგით მეშვიდე მსოფლიო თამაშებს ესწრებოდა.

ლიცზიანის კომენტარი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, ზოგიერთი პაციენტი, რომელიც ადრე გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, სინამდვილეში, სავარაუდოდ, კორონავირუსის მსხვერპლი იყო.

სოციალურ ქსელში რედფილდის ეს ვიდეო აქტიურად ვრცელდება, რაც ჩინეთში ეჭვებს აჩენს, რომ აშშ რეალური მიზეზის გადაფარვას ცდილობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: