ხარაგაულში მეზობლები პანაშვიდზე არ მივიდნენ, რადგან გარდაცვლილის ქვრივი დაკრძალვისთვის იტალიიდან ჩამოვიდა

ხარაგაულში მეზობლები პანაშვიდზე არ მივიდნენ, რადგან გარდაცვლილის ქვრივი დაკრძალვისთვის იტალიიდან ჩამოვიდა.

ქალი ოთხი დღის წინ დაბრუნდა და თვითიზოლაციის წესი დაარღვია. ის ამ დრომდე სოფელში იმყოფება. მოსახლეობის თქმით, ქალს ქმარი გარდაეცვალა და იტალიიდან ამის გამო დაბრუნდა. თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე პანაშვიდზე მეზობლები არ მივიდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ შეშინებულები არიან, რის გამოც ქალის ერთ-ერთმა მეზობელმა სოფელი უკვე დატოვა.

იტალიიდან ჩამოსული ლიანა ლომიძე აცხადებს, რომ მას არაფერი სჭირს და შესაბამისი უწყების ნებართვით წავიდა სახლში. მისი თქმით, ის საჩხერეში მიჰყავდათ, რის შემდეგაც ჯანდაცვის ნებართვის საფუძველზე სახლში გაუშვეს. ლომიძის მტკიცებით, მეზობლების პანიკა უსაფუძვლოა, რადგან ყველა შემოწმება გაიარა.

ლიანა ლომიძე ასევე ირწმუნება, რომ სოფელი შიშის გამო არავის დაუტოვებია. მისივე თქმით, ის იზოლაციაში გადავა, თუმცა არა ხარაგაულის, არამედ ჯანდაცის სამინისტროს ნებართვის საფუძველზე.

ადგილზე იმყოფება სოფლის რწმუნებილი, რომლის თქმითაც, ელოდებიან ჯანდაცვის წარმომადგენლებს, რომლებიც კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. მისივე თქმით, მოსახლეობა ინფორმირებული იყო და მათ პირბადეები დაურუგეს.

სოფელ ხუნევში ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს სამართალდამცველებთან ერთად ელოდებიან.

12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: