ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: რამე წამალი რომ დაალევინოთ და არჩევნებამდე იძინოს

რამე წამალი რომ დაალევინოთ და არჩევნებამდე იძინოს, ქვეყნისთვისაც კარგი იქნება, პირადად სააკაშვილისთვისაც და ჩვენც დავისვენებთ,- ასე ეხმაურება „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ივანიშვილს ბუნკერში 800 მლნ აქვს გადანახული.

ჩერგოლეიშვილის თქმით, გონიერი ოპონენტი ფულზე საერთოდ არ ისაუბრებდა.

„ფულის გარდა ივანიშვილს არანაირი უპირატესობა არ გააჩნია სხვებთან. აბსოლუტურად არაფერი.

გონიერი ოპონენტი ამაზე საერთოდ არ ისაუბრებდა – მითუმეტეს, რომ არჩევნების წინ რაღაცას დახარჯავს.

ამ დროს მისი ოპონენტი სააკაშვილი გამორბის და უკრაინიდან გვიხსნის, როგორ უშველის ქვეყანას ივანიშვილის ფული! (არ უშველის!!! თ. ჩ.)

თან ზუსტად ცოდნია რომ სარდაფში უდევს – წავართვათო“,-წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ნაცმოძრაობის წევრებს რჩევას აძლევს:

„აქ, ადგილზე მებრძოლ ნაციონალებს მეგობრულ რჩევას ვაძლევ, ამ დღეებში ივანიშვილის სახლთან სიარულს მოერიდონ“.

ქოცებს მეტი რა უნდათ – დაეტაკებიან და დაიჭერენ, ბიძინას სარდაფს ქურდავდაო და ჩვენი თავში სახლელი იქნება – თვითონ კიევიდან გაგამხნევებთ.

Facebook Comments
%d bloggers like this: