დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვირტუალურ კომუნიკაციაზე გადავა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჟურნალისტებთან კომუნიკაციას ვირტუალურად განახორციელებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „იმედის“ გადაცემა „დილის შოუში“ განაცხადა.

„ჩვენც ცოტა ხანში გადავალთ, ისევე როგორც ბევრი ორგანიზაცია, მხოლოდ ვირტუალურ კომუნიკაციაზე. ეს უკვე დაინერგა და ჩვენც ამ რეჟიმზე გადავალთ. როდესაც იქნება რაიმე მედიისთვის გასაჟღერებელი მხოლოდ ვირტუალურად. ინფორმაცია მოსახლეობას ექნება ყოველთვის. ზუსტი, გადამოწმებული, ოღონდ ვირტუალურად. ეს იქნება უსაფრთხოების ერთ-ერთი ზომა“, – განაცხადა იმნაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: