პარიზიდან ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქეები კარანტინს თელავის მუნიციპალიტეტში გადიან

პარიზი-თბილისის თვითმფრინავის რეისის მგზავრები საკარანტინო ვადის გასვლამდე თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში დარჩებიან. სასტუმროში 46 მგზავრია მოთავსებული და ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილებაში უთხრეს, თვითიზოლაციაში მყოფი მგზავრებს სასტუმროს პერსონალი აუცილებელი ეკიპირებით და ყველა რეკომენდაციის დაცვით ემსახურება. მგზავრთა ჯანმრთელობის მონიტორინგს კი ადგილზე მყოფი ექიმები ახორციელებენ.

ამ ეტაპზე, არც ერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა ყველა მგზავრი 14-დღიან საკარანტინო პერიოდს თვითიზოლაციაში გაატარებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: