საქრთველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება. 14-15 მარტს ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. ზოგან მოსალოდნელია ნალექი, ელჭექი და ცვალებადი მიმართულების ქარი.

16 მარტიდან, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი და ქარბუქი.

მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა დღისით და +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 14-16 მარტს დროგამოშვებით იწვიმებს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 14-15 მარტს +16, +18, ხოლო 16 მარტს +9,+11 გრადუსი იქნება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: