ფაშინიანი და მისი მეუღლე კორონავირუსზე ტესტს გაივლიან

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე კორონავირუსზე ტესტს გაივლიან. ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში ლაივ ჩართვისას განაცხადა.

პრემიერის ცოლი რამდენიმე დღის წინ ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტის მეუღლეს შეხვდა.

”გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოგვიანებით მან ეს უარყო, მაგრამ მე და ანა ტესტს მაინც გავივლით, ინფექციის გამორიცხვის მიზნით”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამ დროისთვის პრემიერ-მინისტრი, მეუღლესთან ერთად, თვითიზოლაციაში იმყოფება.

Facebook Comments
%d bloggers like this: