ჰონგ-კონგის ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევებით, არის ცუდი ინფორმაციაც და კარგიც

ახლახანს ჩატარდა ბოლო კვლევები ჰონგ კონგის ერთ-ერთ დიდ ჰოსპიტალში. შედეგად, არის ცუდი ინფორმაციაც და კარგიც, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, ირაკლი სასანიამ ტვ-პირველის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, პალატებში, სადაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი იმყოფებოდა, რისკი არის მაღალი.

„დავიწყებ ცუდი ინფორმაციით, რაც ინფექციური საავადმყოფოს პერსონალისთვისაც მნიშვნელოვანია, რათა შიდა გადაცემა იქნას თავიდან არიდებული – ვირუსი პრაქტიკულად ყველაფერს ედება. პალატაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობდა, ვირუსი ყველა ადგილას აღმოაჩინეს.  ჭერზეც, კედლებზეც, საწოლზე და პრაქტიკულად ყველაფერზე. როგორც ცნობილია, ის რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე ჩერდება. 

კარგი ინფორმაცია ის გახლავთ, რომ ძალიან მარტივი საშუალებებით შეიძლება მათი თავიდან აცილება. ვირუსიანი ზედაპირი ადვილად იწმინდება იაფიანი სადეზინფექციო საშუალებით, შემდეგ საპნიანი წყლით“,-განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა.

ირაკლი სასანიას თქმით, ასევე აღმოაჩინეს, რომ ჰაერის ხელის საშრობები არის სახიფათო, რადგან ხელებიდან აფრქვევს ვირუსებს და ადვილად შეიძლება მოედოს ოთახს. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: