მეუფე შიო კორონავირუსზე: რაღაცას გვეუბნება უფალი ამით და ამაზე უნდა დავფიქრდეთ

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ პატრიარქის თანამოსაყდრემ მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე შიომ სინანულის და განსაცდელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უფლისთვის მთავარი ჩვენი გარეგანი მოქმედება კი არ არის, არამედ ის, თუ შინაგანად როგორ ვიცვლებით. ახლა, ვირუსის გამო ჩვენ უმძიმესი პერიოდი გვაქვს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში. წმინდა მამების სწავლებით ყველა სნეულება, მწარე გაკვეთილია, რაც კი ცხოვრებაში ხდება, უფლის დაშვებით ხდება, რომ ადამიანი გონს მოვიდეს. რაღაცას გვეუბნება უფალი ამით და ამაზე უნდა დავფიქრდეთ“, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

Facebook Comments
%d bloggers like this: