Advertisements
სპორტი

რონალდუ თავის სასტუმროებს უფასო საავადმყოფოებს უთმობს

კორონავირუსის გავრცელების გამო, პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ თავის სასტუმროებს უფასო საავადმყოფოებად გადააკეთებს. ამასთან, მედპერსონალის ხელფასებს თავად ფეხბურთელი გადაიხდის.

რონალდუმ თავის სამშობლოში რამდენიმე სასტუმრო გახსნა 2016 წელს, რომელთა ნაწილი ლისაბონშია, ნაწილი კი ქალაქ ფუნშალში.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. დაინფიცირების შემთხვევები უკვე 120 ქვეყანაშია დადასტურებული. 

Facebook Comments
Advertisements