საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგი ცნობილია

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგს აქვეყნებს.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ, საკუთარ საკომუნიკაციო არხებზე – სოციალურ ქსელებსა და ვებ- გვერდზე, რეგულარულად გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ცხრილს და ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ დროის მონაცემებით, რომელი საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში.

“აქვე გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში, ისევე როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშუტის მოძიებაში.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ფრენების განრიგის სანახავად, გთხოვთ იხილოთ ექსელის ცხრილი

მონაცემები განახლებადია ყოველდღე!

Facebook Comments
%d bloggers like this: