საქართველო-თურქეთს შორის ფრენები 20 მარტამდე გაგრძელდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო-თურქეთს შორის ფრენები 20 მარტამდე გაგრძელდება.

“როგორც ცნობილია თურქეთის რესპუბლიკამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დააწესა მთელი რიგი შეზღუდვები, როგორც “თურქეთის ავიახაზების” საერთაშორისო ფრენებზე, ისე სახმელეთო საზღავრზე გადაადგილების მხრივ. მათ შორის, როგორც ცნობილია საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ შეზღუდონ ფიზიკური პირების გადაადგილება სახმელეთო საზღავრზე სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას.

ამასთან ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათავლსიწინებით, მხარეები შეთანხმდნენ რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები. გასათვალისიწინებელია, რომ თურქეთის რესპუბლიკამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების ფარგლებში უკვე გააუქმა ავიამიმოსვლა მრავალი ქვეყნის მიმართულებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მ.წ. 14 მარტიდან იგეგმებოდა საქართველოსთან დაკავშირებითაც.

თუმცა, ორივე მხარემ ერთიბლივი შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება ფრენების გახანგრძლივების მიმდინარე წლის 20 მარტის 24:00 საათამდე”,-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: